კომპანია ”ანალიზი” მუდამ თქვენს სამსახურში!
ლაბორატორიების კომპლექსური მომარაგება.



 


მოგესალმებით ჩვენი კომპანიის საიტზე!

      კომპანია “ანალიზი”-ს საქმიანობის სპეციალიზირებული მიმართულებაა ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, კლინიკური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების მომარაგება რეაქტივებით, ტესტ-სისტემებით, ლაბორატორიული სახარჯი მასალით და ლაბორატორიული ტექნიკით.

      კომპანიის მთავარი მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით, კადრების მომზადება და ქვეყანაში წარმოებული ლაბორატორიული ანალიზების ხარისხის გაუმჯობესება.

      ამჟამად, ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ მწარმოებელ კომპანიებთან, როგორებიცაა ”Spinreact”, “Radim”, “Novatec Immundiagnostica GmbH”, “BioTec”, ”BioSan”, ”BioCheck inc”, “BioFocus”, ”Demophorius” და სხვა.

      ჩვენს კატალოგში თქვენ მოიძიებთ ზემოთაღნიშნული კომპანიების პროდუქციის ფართო სპექტრს შესაბამის სერტიფიკატებთან ერთად, რაც დაგეხმარებათ გააკეთოთ ოპტიმალური არჩევანი.

      გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითანამშრომლებთ თქვენთან მჭიდროდ და ხანგრძლივად.


 
 
         ჩვენს შესახებ ][ სიახლეები ][ მწარმოებლები ][ პროდუქცია ][ სერტიფიკატები ][ მომხმარებლები ][ კონტაქტი

Copyright 2009 by 'Ariasi'. All Rights reserved    საიტების დამზადება